TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

blue-waters Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 26, 2026

Job description

თუ გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, ან მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის გაყიდვების სფეროში " ბლუ უოთერსის " გუნდში შენ გეძებთ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე! კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: Blue Waters პოზიციის მიზანია: მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და ტექნიკური შეხვედრის დაგეგმვა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1000 ლარი , ბონუსი 2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული) ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** კორპორაციულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას ** შიდა სასწავლო სისტემებს ** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება) რას გააკეთებ: ** შემომავალი ლიდების დამუშავება, სატელეფონო ზარების განხორციელება ** მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირება, მათზე მორგებული შეთავაზებების შემუშავება ** ტექნიკური გუნდისთვის, მომხმარებლებზე სრულყოფილი ინფორმაციის გაზიარება და შეხვედრის დაგეგმვაში ჩართულობა ** CRM-ში მონაცემების ასახვა ** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა; ** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე; გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/SalesManager1/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.