TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

Posted Jul 14, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

" გალერეა ფოტოატელიე " არის თანამედროვე სახვითი ხელოვნების (Fine Art) ფოტოგრაფიის გალერეა, რომელიც თანამშრომლობს კერძო კოლექციონერებთან, ინტერიერის დიზაინერებთან, არქიტექტორებთან, პრემიუმ კლასის მასპინძლობის ბიზნესსა და უძრავი ქონების დეველოპერებთან. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მოვალეობები ** კერძო კოლექციონერებთან და ხელოვნების ნიმუშების მყიდველებთან ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება. ** პარტნიორული კავშირების განვითარება ინტერიერის დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და ლუქს კლასის მასპინძლობის სექტორთან. ** ნამუშევრების პროფესიონალურად წარდგენა კლიენტებისთვის. ** გაყიდვების სრული ციკლის მართვა — პირველადი კონტაქტიდან გარიგების დახურვამდე. ** კლიენტების ვიზიტების, შეხვედრებისა და კერძო ჩვენებების ორგანიზება გალერეაში. ** გალერეის წარმოდგენა გამოფენებზე, ღონისძიებებსა და ნეთვორქინგ შეხვედრებზე. ** კლიენტების მონაცემთა ბაზის წარმოება და მუდმივი შემდგომი კომუნიკაციის (Follow-up) უზრუნველყოფა. ** მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიისა და ბაზრის გაფართოების მიმართულებით. მოთხოვნები ** გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, ლუქს რითეილის, უძრავი ქონების ან ხელოვნების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელიანი გამოცდილება. ** შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები. ** ძლიერი ნეთვორქინგის უნარი და მაღალი პროფილის კლიენტებთან შეხვედრის თავდაჯერებულობა. ** მაღალი მოტივაცია, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ** პროფესიონალური იერსახე და პრეზენტაციის უნარი. ** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა აუცილებელია. ** ხელოვნების, ფოტოგრაფიის, დიზაინისა და კულტურისადმი გულწრფელი ინტერესი. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1300 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი; ** ზრდის პოტენციალი: გრძელვადიანი კარიერული ზრდა საერთაშორისო სახელოვნებო ბიზნესში. ** ხელმისაწვდომობა ექსკლუზიურ სახელოვნებო ღონისძიებებსა და გამოფენებზე. ** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 როგორ მოგვმართოთ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (სადაც აღწერთ, თუ რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატი გალერეა ფოტოატელიესთვის) ელ-ფოსტაზე: [email protected] და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი". გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.