TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

tnet Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

შემოუერთდი " TNET "-ის გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე! https://www.tnet.ge სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00. შენი როლი "თინეთში": ** პოტენციური კლიენტების მოძიება და ახალი ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირება; ** მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება; ** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა — პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; ** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და მხარდაჭერა; ** კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ** გაყიდვების რეპორტინგი და შედეგების ანალიზი; ** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი. ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ: ** გაქვს გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (B2B გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვა; ** შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო და მართო გაყიდვების პროცესი; ** ხარ შედეგზე ორიენტირებული, პროაქტიული და პასუხისმგებლობიანი; ** ფლობ Excel-სა და MS Office-ის პროგრამებს; ** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. თინეთში დაგხვდება: ** ცოდნის გაზიარებისა და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება; ** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის; ** მოქნილი სამუშაო გარემო. თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას, გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: [email protected] პერსონალური მონაცემების დაცვა: შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: ** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის მოგვმართეთ ელფოსტაზე: [email protected]; ** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა: შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.