გაყიდვების მენეჯერი/ავეჯის მწარმოებლებთან ურთიერთობა
Job description
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი/ავეჯის მწარმოებლებთან ურთიერთობის მიმართულებით . შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies ფუნქცია-მოვალეობები: ** მწარმოებლების მოძიება და მოზიდვა; ** მწარმოებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება; ** მწარმოებლებისთვის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურეობის მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა; ** მწარმოებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება; ** მიმდინარე პროექტის სრული პროცესის კოორდინირება და დადგენილი გრაფიკის ფარგლებში ზუსტად მიმდინარეობის უზრუნველყოფა; ** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევევი: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (მწარმოებლებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** მართვის მოწმობა - B კატეგორია; სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.#36; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი + საბონუსე სისტემა. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მწარმოებლებთან ურთიერთობის მენეჯერი" გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებას!