TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი - ავტოქიმიის მიმართულება

გაყიდვების მენეჯერი - ავტოქიმიის მიმართულება

Posted Jul 28, 2026 12h ago apply by Aug 28, 2026

Job description

კომპანია " BBS/შპს ბიკო " არის GRASS-ისა (ავტოქიმია) და Detail-ის (პრემიუმ ავტოკოსმეტიკა) ოფიციალური წარმომადგენელი აჭარაში. ვეძებთ ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს , რომელიც განავითარებს ავტოქიმიის მიმართულებას აჭარაში — ავტოსამრეცხაოები, დეტეილინგ-სტუდიები, ავტომაღაზიები და ავტოსერვისები. ეს ახალი, მზარდი მიმართულებაა: შენ იქნები პირველი საველე ადამიანი, რომელიც ამ ბაზარს ააშენებს — კომპანია კი სრული ინფრასტრუქტურით დაგიდგება მხარში. ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ობიექტებზე გასვლა და ახალი კლიენტების მოძიება. რას აკეთებ: ** ახალი კლიენტების მოძიება: ავტოსამრეცხაოები, დეტეილინგ-სტუდიები, ავტომაღაზიები, ავტოსერვისები; ** პროდუქტის ტესტირება ადგილზე და ხარჯვის ეკონომიკის გაანგარიშება კლიენტთან ერთად (ჩვენი კონცენტრატები ნაკლები ხარჯით იმავე ან უკეთეს შედეგს იძლევა — ამას ტესტით ვამტკიცებთ); ** პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება; ** დოზირების სისტემების შეთავაზება მუდმივ კლიენტებზე (მონტაჟს ჩვენი ტექნიკოსი უზრუნველყოფს); ** ბაზრის ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, კონკურენტები, საჭიროებები); ** მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana). ვის ვეძებთ: ** გიყვარს ავტოთემა და გესმის ავტომოვლის სფერო (დეტეილინგი, სამრეცხაო, ავტოკოსმეტიკა) — ეს აუცილებელი პირობაა; ** გაქვს გაყიდვების ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (B2B — უპირატესობა, მაგრამ არა აუცილებელი); ** შეგიძლია ციფრებით საუბარი — ხარჯის გაანგარიშება და კლიენტისთვის მარტივად ახსნა; ** საკუთარი ტრანსპორტი (მობილურობისთვის — მიწოდებას ჩვენი ლოგისტიკა ასრულებს); ** დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, შედეგზე ორიენტაცია. რას გთავაზობთ: ** ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი შედეგიდან პირველივე დღიდან, ზღვრის გარეშე — რაც მეტს აშენებ, მეტს გამოიმუშავებ (დეტალები გასაუბრებაზე); ** ახალი მიმართულების აშენების შანსი ნულიდან — პერსპექტივით გახდე მიმართულების წამყვანი; ოფიციალური ბრენდი ზურგს უკან: GRASS / Detail, პირდაპირი კონტრაქტი ქარხანასთან, სტაბილური მიწოდება; ** მზა ინსტრუმენტები პირველივე დღიდან: პოტენციურ კლიენტთა ბაზა-რუკა, საიტი-კატალოგი autodetail.ge, სატესტო პროდუქცია, პრომო-მხარდაჭერა; ** შენ ყიდი — მიწოდებას ჩვენი სადისტრიბუციო სამსახური უზრუნველყოფს; ** პროდუქტის სწავლება მიმართულების უფროსთან ერთად; ** კორპორაციული მობ. კავშირი, საწვავის კომპენსაცია, ავტომობილის ამორტიზაცია; ** გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება. როგორ გამოეხმაუროთ: CV გამოაგზავნეთ მისამართზე: [email protected] წერილის თემაში მიუთითეთ: ავტო — [სახელი გვარი] წერილში მოკლედ (3-4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ გიზიდავთ ავტოსფერო.