გაყიდვების მენეჯერი - ავტოქიმიის მიმართულება
Job description
შპს " ეკოლაინი " — კომპანია GRASS-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ: ** სპეციალობა/სპეციალიზაცია: გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი ** ინდუსტრია/სფერო: საცალო ვაჭრობა, სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები, საყოფაცხოვრებო ნივთები (FMCG) ** გამოცდილების დონე/რგოლი: საშუალო რგოლი ** განაკვეთი: სრული ** დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი ** სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე ** დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): კორპორატიული მობილური პაკეტი, საწვავის ხარჯების ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევა დამსაქმებლის მოთხოვნები: ** გამოცდილება: აუცილებელია ** სპეციალობა / სპეციალიზაცია (აუცილებელი): გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი ** ინდუსტრია / სფერო (აუცილებელი): საცალო ვაჭრობა, სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები, საყოფაცხოვრებო ნივთები (FMCG) ** გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი ** მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი ან სხვა ** ენა: ქართული ** მართვის მოწმობა: B კატეგორია ** საკუთარი ტრანსპორტი: კი (მსუბუქი ავტომობილი) GRASS აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი — ავტოქიმიის მიმართულება (GRASS Auto / Detail) კომპანია შპს "ეკოლაინი" GRASS-ის (ავტოქიმია) და Detail-ის (პრემიუმ ავტოკოსმეტიკა) ოფიციალური დილერია საქართველოში. ვეძებთ ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს ავტოქიმიის მიმართულებას თბილისში — ავტოსამრეცხაოების, დეტეილინგ-სტუდიების, ავტომაღაზიებისა და ავტოსერვისების მიმართულებით. ეს ახალი, მზარდი მიმართულებაა: თქვენ იქნებით პირველი საველე თანამშრომელი, რომელიც ამ ბაზარს განავითარებს, ხოლო კომპანია სრული ინფრასტრუქტურით დაგიდგებათ მხარში. ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ობიექტებზე გასვლა და ახალი კლიენტების მოძიება. რას გააკეთებთ: ** ახალი კლიენტების მოძიება: ავტოსამრეცხაოები, დეტეილინგ-სტუდიები, ავტომაღაზიები და ავტოსერვისები ** პროდუქტის ადგილზე ტესტირება და ხარჯვის ეკონომიკის გაანგარიშება კლიენტთან ერთად (ჩვენი კონცენტრატები ნაკლები ხარჯით იმავე ან უკეთეს შედეგს იძლევა — ამას ტესტით ვამტკიცებთ) ** პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე კლიენტის მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება ** მუდმივი კლიენტებისთვის დოზირების სისტემების შეთავაზება (მონტაჟს ჩვენი ტექნიკოსი უზრუნველყოფს) ** ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, კონკურენტები, საჭიროებები) ** მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana) ვის ვეძებთ: ** გიყვართ ავტოსფერო და კარგად იცნობთ ავტომოვლის მიმართულებას (დეტეილინგი, სამრეცხაო, ავტოკოსმეტიკა) — ეს აუცილებელი პირობაა ** გაქვთ გაყიდვების ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (B2B გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო) ** შეგიძლიათ ციფრებით საუბარი — ხარჯების გაანგარიშება და კლიენტისთვის მარტივად ახსნა ** ფლობთ საკუთარ ტრანსპორტს (მობილურობისთვის — მიწოდებას ჩვენი ლოგისტიკა უზრუნველყოფს) ** ხართ დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული რას გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ხელფასს + შედეგზე დამოკიდებულ პროცენტს პირველივე დღიდან, ზღვრის გარეშე — რაც მეტს შექმნით, მით მეტს გამოიმუშავებთ (დეტალები გასაუბრებაზე) ** ახალი მიმართულების ნულიდან განვითარების შესაძლებლობას, პერსპექტივით გახდეთ მიმართულების წამყვანი ** ოფიციალურ ბრენდებს ზურგს უკან: GRASS / Detail, პირდაპირ კონტრაქტს ქარხანასთან და სტაბილურ მიწოდებას ** მზა ინსტრუმენტებს პირველივე დღიდან: პოტენციური კლიენტების ბაზა-რუკა, საიტი-კატალოგი autodetail.ge, სატესტო პროდუქცია და პრომო-მხარდაჭერა ** თქვენ ყიდით — მიწოდებას ჩვენი სადისტრიბუციო სამსახური უზრუნველყოფს ** კორპორატიულ მობილურ კავშირს, საწვავის კომპენსაციას და ავტომობილის ამორტიზაციის ანაზღაურებას ** გუნდს, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარებათ როგორ გამოეხმაუროთ: CV გამოაგზავნეთ მისამართზე: [email protected] წერილის თემაში მიუთითეთ: ავტო — [სახელი გვარი] წერილში მოკლედ (3-4 წინადადებით) გვიპასუხეთ: რატომ გიზიდავთ ავტოსფერო.