TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

აბიო ედემი Georgia ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 31, 2026

Job description

ჩვენ შესახებ: წარმოადგენს ადგილობრივ/საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ აგრო-კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ნუშის მოყვანასა და რეალიზაციაში. ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. გუნდის გაფართოების მიზნით, ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს. ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი ადგილმდებარეობა: ძირითადი თბილისი, ბიზნეს ცენტრი სითი თაუერი პოზიციის მიზანი: ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. გუნდის გაფართოების მიზნით, ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს. ძირითადი მოვალეობები: ** ნუშის პროდუქციის (გარჩეული ნუში, ნაჭუჭიანი ნუში და ა.შ.) გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ** ახალი კლიენტების (საცალო ქსელები, დისტრიბუტორები, საკონდიტრო წარმოებები, B2B და B2C სექტორი) აქტიური მოძიება და მოზიდვა; ** არსებულ პარტნიორებთან მჭიდრო, გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება/განვითარება; ** კონკურენტული გარემოს, ფასებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი კვლევა და ანალიზი; ** კომერციული მოლაპარაკებების წარმართვა, შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება; ** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა; ** ხელმძღვანელობისთვის ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების წარდგენა; ** საექსპორტო ბაზრების მოძიება და კომუნიკაცია (ჩაითვლება დიდ უპირატესობად). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, გაყიდვების ან აგრარული მიმართულებით); ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სურსათის (FMCG) ან სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია (უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel და MS Word) კარგად ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** დამარწმუნებელი მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** შედეგებზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი რას გთავაზობთ: ** ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი ** კარიერულ ზრდას: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ და მზარდ ინდუსტრიაში. ** პროფესიონალურ გარემოს: მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას სამუშაო განაკვეთი: სრული. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წარმატებებს გისურვებთ!