გაყიდვების მენეჯერი
Job description
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია, შპს " სენდო ", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** ანაზღაურება: 1000-1300 ლარი + ბონუსი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა. ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.sendo.ge ძირითადი მოვალეობები: ** ახალი კლიენტების მოძიება; ** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება; ** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა; ** შეკვეთების მიღება, გაფორმება და მათი შესრულების მონიტორინგი. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც: ** არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი; ** ფლობს ანალიტიკური აზროვნების უნარს; ** აქვს საოფისე პროგრამების ცოდნა; ** არის დეტალებზე ორიენტირებული; ** აქვს ადაპტაციის კარგი უნარი; ** არის კომუნიკაბელური; ** აქვს მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; ** არის პუნქტუალური; ** აქვს გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. რეზიუმეს/CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "სენდოს" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, ინტერვიუზე დაბარების ან/და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით. აქვე გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.