გაყიდვების მენეჯერი
Job description
შპს " მაქსთერმი ", რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, ასევე სააბაზანოს პრემიუმ ავეჯის ხაზისა და კერამიკის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 149; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლის თავაზიანად დახვედრა და მომსახურება; ** სანქეტნიკის შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა; ** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, შოურუმში წარმოდგენილი ბრენდების შეთავაზება და გაყიდულ ნივთზე ინვოისის გამოწერა; ** შოურუმში პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა, ფასების ცვლილების ასახვა; ** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია სანტექნიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონეზე); პიროვნული თვისებები: ** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა; ** მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; ** გუნდურად მუშაობა და შედეგზე ორიენტირებულობა. კომპანია გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off); ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (ერთი მოკლე დღე) ხელფასი: შეთანხმებით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი. ვაკანსიის განთავსების ვადა: 29.06.2026-დან 2 კვირის ვადით გისურვებთ წარმატებებს!