გაყიდვების მენეჯერი
Job description
სამშენებლო მასალების ქარხანა " გრავექსი " (Gravex) წარმოადგენს სრულიად ავტომატიზებულ, თანამედროვე ბლოკის მწარმოებელ ქარხანას, რომელიც ქართულ სამომხმარებლო ბაზარს სთავაზობს სხვადასხვა სახის ინოვაციურ სამშენებლო ბლოკებსა და საინჟინრო გადაწყვეტილებებს. გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მოვალეობები: ** აქტიური კომუნიკაცია (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით - სოციალური ქსელების საშუალებით) კომპანიის არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან. ** კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა ახალი მომხმარებლისთვის. ** აქტიური მოლაპარაკებების წარმოება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან. ** საერთო ანგარიშის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ წარდგენა. ** გაყიდვების პერიოდული ანალიზი და ხელმძღვანელისთვის წარდგენა. ** კორპორატიული შეკვეთების შესრულების (ჩაბარების) კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სექტორში. ** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით სასურველია. ** ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი. ** საოფისე პროგრამების ფლობა. სამუშაო პირობები: ** დასაქმების ადგილი: ცოტნე დადიანის 115 (მეტრო "ნაძალადევთან"). ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00. ** ანაზღაურება: შედგება ფიქსირებული და ბონუსური ნაწილისგან. ვაკანსიით დაინტერესებულ მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 28 აგვისტოს . გაცნობებთ, რომ კომპანია "გრავექსი" ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას მხოლოდ ვაკანტური პოზიციის ფარგლებში.