გაყიდვების მენეჯერი
Job description
𝖨𝗇𝖽𝗂𝗀𝗈 𝖢𝖺𝗋𝗌-ის შესახებ Indigo Cars საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-დან შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებლებს სთავაზობს სწრაფ, გამჭვირვალე და მაღალი ხარისხის მომსახურებას. ჩვენი გუნდი სრულად მართავს ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და ტრანსპორტირების პროცესს. Indigo Cars-ის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, ხოლო საქართველოში რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და მარნეულში. კომპანია მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ვნერგავთ ახალ სერვისებს, ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს და ვაფართოებთ ჩვენს გუნდს. რას გთავაზობთ? ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ჯამურად 3,000₾-მდე, ხელზე) ჯანმრთელობის დაზღვევა FitPass პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას თანამედროვე სამუშაო გარემოსა და ძლიერი გუნდის მხარდაჭერას სამუშაო ადგილი: თბილისი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 10:00-19:00 მოვალეობები: ახალი მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების განსაზღვრა; მომხმარებელთა ბაზის მართვა და ყოველდღიური კომუნიკაცია; მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა მსოფლიოს წამყვანი აუქციონებიდან; გაყიდვების პროცესის მართვა პირველივე კონტაქტიდან საბოლოო შეთანხმებამდე; მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი (სასურველია); MS Office-ის საბაზისო ცოდნა; გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა მზად ვართ განვიხილოთ მოტივირებული კანდიდატებიც; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ავტომობილების მიმართ ინტერესი ან ცოდნა სასურველია. პიროვნული მახასიათებლები: ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; შედეგზე ორიენტირებული მიდგომა; ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი. განაცხადის გაკეთება: პირდაპირ LinkedIn Easy Apply-ის საშუალებით, ან გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] თუ განაცხადს ელ. ფოსტით აგზავნით, გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ „გაყიდვების მენეჯერი“. მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.