გაყიდვების მენეჯერი
Job description
" Nite Development " არის თანამედროვე, სწრაფად განვითარებადი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს ბათუმსა და აჭარის რეგიონში. კომპანია "Nite Development" პროექტ "Nite Residence" (ჩაქვი)-ის განვითარების ფარგლებში აფართოებს გუნდს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (უძრავი ქონების მიმართულება). ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების გაყიდვების პროცესის ეფექტურ მართვას, კლიენტებთან წარმატებულ კომუნიკაციას და გაყიდვების მიზნების მიღწევას. თუ გაქვთ გაყიდვების სფეროში გამოცდილება, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ იმუშაოთ პროფესიონალურ გუნდთან თანამედროვე დეველოპერულ კომპანიაში — მოხარული ვიქნებით, თუ შემოგვიერთდებით. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი ოფისი: მემედ აბაშიძის ქ. №29 სამუშაო განრიგი: კვირაში არა უმეტეს 40 საათისა ძირითადი პასუხისმგებლობები: ** კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვების პროცესის მართვა და განვითარება ** პოტენციური მყიდველების მოძიება, მიღება და კონსულტირება ** კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება ** უძრავი ქონების პროექტების პრეზენტაცია და გაყიდვების პროცესის წარმართვა ** კლიენტებთან, პარტნიორებთან და უძრავი ქონების შუამავლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ** პოტენციურ მყიდველებთან შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება ** კლიენტების მონაცემების CRM სისტემაში მართვა და გაყიდვების ეტაპების განახლება ** მარკეტინგულ აქტივობებში, პრეზენტაციებსა და კომპანიის ღონისძიებებში მონაწილეობა ** გაყიდვებთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშების მომზადება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** უძრავი ქონების გაყიდვების ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (B2C ან B2B მიმართულებით) ** გაყიდვების ტექნიკების, მოლაპარაკებისა და კლიენტებთან ურთიერთობის უნარები ** CRM სისტემებთან და საოფისე პროგრამებთან (MS Office, Excel, Email) მუშაობის გამოცდილება ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე (აუცილებელი მოთხოვნა) ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას ** დამატებით ბონუსურ სისტემას გაყიდვების შედეგების მიხედვით ** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას ** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს ** საინტერესო და მასშტაბურ დეველოპერულ პროექტზე მუშაობის შესაძლებლობას განაცხადის მიღების წესი: თუ გსურთ გახდეთ Nite Development-ის პროფესიონალური გუნდის წევრი და თქვენი გამოცდილებით წვლილი შეიტანოთ კომპანიის პროექტების წარმატებულ განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: [email protected] ან დაგვიკავშირდით: 511 221145. ელ. წერილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი" გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრების მიზნით. პერსონალური მონაცემების დამუშავება: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ნიტე დეველოპმენტმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის განხორციელების მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით და გამოიყენება მხოლოდ კანდიდატის მიმდინარე ან/და სამომავლო ვაკანსიებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით. კომპანია კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს თანასწორობის პრინციპების დაცვით და ემიჯნება ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციას. პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: [email protected]