TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი - ივენთების მიმართულებით

გაყიდვების მენეჯერი - ივენთების მიმართულებით

საძველე თბილისი ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Jul 31, 2026

Job description

საძველე - მულტიფუნქციური ღვინის ჰაბი აცხადებს გაყიდვების მენეჯერის - ივენთ ორგანიზატორის ვაკანსიას. ვეძებთ ივენთების გაყიდვის მენეჯერს ჩვენს გუნდში თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ღონისძიებების დაგეგმვა და მათი წარმატებით განხორციელება, ეს შესაძლებლობა შენთვისაა. ჩვენ ვართ მრავალფუნქციური ღვინის სივრცე, რომელიც აერთიანებს ღვინის ბარს, ღონისძიებების დარბაზს და სხვადასხვა ტიპის გამოცდილებას სტუმრებისთვის. ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან გაყიდვების თანამშრომელს ივენთების განხრით, რომელიც ჩვენს სივრცეში კერძო და კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვაზე იზრუნებს. შენი მთავარი მისია მოიზიდო ახალი ღონისძიებები და კლიენტები ჩვენი სივრცეებისთვის. ძირითადი მოვალეობები ახალი კორპორატიული და კერძო კლიენტების მოძიება; კომპანიებთან, სააგენტოებთან და ორგანიზატორებთან ურთიერთობების განვითარება; ივენთების გაყიდვა და სივრცეების პრეზენტაცია; შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმოება; კომერციული შეთავაზებების მომზადება; გაყიდვების პროცესის მართვა პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; გაყიდვების გეგმის შესრულება და ახალი პარტნიორების მოძიება. ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს გაყიდვების ან ბიზნეს განვითარების გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება HoReCa-ს, ივენთების ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილებას); მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; შედეგზე ორიენტირებული და პროაქტიური მიდგომა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები; ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; MS Office-ის საბაზისო ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი შედეგების მიხედვით); მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995571707050 თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი!