TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი/თბო და ჰიდრო საიზოლაციო მიმართულება

გაყიდვების მენეჯერი/თბო და ჰიდრო საიზოლაციო მიმართულება

nbt Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 1 day ago apply by Aug 17, 2026

Job description

შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი/თბო და ჰიდრო საიზოლაციო მიმართულებით . შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies ფუნქცია-მოვალეობები: ** შესაბამისი სეგმენტის ან სეგმენტების მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა; ** მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება; ** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა; ** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება; ** პორტფელში შემავალი ბრენდების და პროდუქტების შესახებ უახლესი ინფორმაციის ფლობა და შეთავაზებების შესაბამისად განახლება; ** მენეჯმენტის მიერ თვიური/კვარტალური/წლიური გაყიდვების გეგმების შესრულება; ** გაყიდვების Pipeline-ის დაგეგმვა, მართვა და მუდმივი განახლება; ** ლიდების კონტროლი Pipeline-ის ყველა ფაზაზე; ** CRM ბაზის ფორმირება და მართვა; ** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** მიმდინარე პროექტის სრული პროცესის კოორდინირება და დადგენილი გრაფიკის ფარგლებში ზუსტად მიმდინარეობის უზრუნველყოფა; ** მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** გაყიდვების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ფორმირებისას მონაწილეობის მიღება; ** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** მართვის მოწმობა - B კატეგორია. სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.#36; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი , საბონუსე სისტემა. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი/თბო და ჰიდრო საიზოლაციო მიმართულებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებას!