გაყიდვების მენეჯერი/უძრავი ქონების აგენტი
Job description
უძრავი ქონების კომპანია აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი / უძრავი ქონების აგენტი ჩვენ შესახებ: ჩვენი კომპანია ახორციელებს მხოლოდ საკუთარ პროექტებს, ანუ ყიდის მხოლოდ თავის კუთვნილ ბინებს. ჩვენ არ ვართ საბროკერო და უძრავი ქონების სააგენტო, სადაც რეალტორები ტვირთავენ სხვადასხვა მეპატრონეების 50-100 ბინას ყოველდღე. კომპანია ამჟამად ერთდროულად მუშაობს დაახლოებით 5-7 ობიექტზე (ციფრი მზარდია). ეს ბევრად მარტივს, კომფორტულსა და ფოკუსირებულს ხდის გაყიდვების პროცესს. გაითვალისწინეთ რომ ჩვენ არ ვეძებთ რიგით თანამშრომელს, რომელიც თუნდაც 1-2 წელიწადში ჩანაცვლდება სხვა კანდიდატით. ჩვენ ვეძებთ გუნდის ერთგულ წევრს, რომელთან ერთადაც გავაკეთებთ საინტერესო პროექტებს და მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებებს. ძირითადი მოვალეობები: ** ბინების მარტივი ფოტო/ვიდეო გადაღება (არ მოგეთხოვებათ ვიდეოში გამოჩენა) ** განცხადებების ატვირთვა, განთავსება და მართვა სოციალურ ქსელებში ** სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე ოპერატიული პასუხი ** კლიენტის თანხლება საჯარო რეესტრში ბინის გადაფორმებისას ** ბანკის შემფასებლის დახვედრა ** რეპორტინგი ** გაყიდვის შემდგომი (საჭიროების შემთხვევაში) ტექნიკური პრობლემური საკითხების აღრიცხვა და გუნდისთვის გადაცემა ** კომპანიისთვის ახალი, საინტერესო ბინების მოძიება ** ახალი ბინების მარტივი დისტანციური რეგისტრაცია კომუნალურ დაწესებულებებში მოთხოვნები: ** სრულად თავისუფალი გრაფიკი (არ უნდა იყოს დასაქმებული სხვა ადგილას ან შეზღუდული დროში) ** გამართული მეტყველების უნარი ** პუნქტუალურობა ** მოლაპარაკების წარმოების უნარი ** ესთეტიკურად სწორი ფოტო გადაღებისა და ვიდეო მონტაჟის ცოდნა ** მობილურობა (შეხვედრებზე გასვლის შესაძლებლობა) ** გამოცდილება ზოგადად გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესად (არ არის სავალდებულო უძრავი ქონების მიმართულებით) ჩვენ გთავაზობთ: ** სამუშაო ტელეფონს და კორპორაციულ ნომერს ** ულიმიტო მუნიციპალურ სამგზავრო ბარათს ** სტაბილურ და ყოველთვის დროულ ანაზღაურებას ** მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც თითოეული წევრი გრძნობს თავს დაფასებულად ** თქვენზე მორგებულ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს სამუშაო პირობები და ანაზღაურება: ** სამუშაო ფორმატი: ძირითადად დისტანციური (გამონაკლისია პოტენციურ მყიდველებთან შეხვედრები, ბინების ჩვენება და რეესტრში გაყოლა) ** სამუშაო საათები და გრაფიკი: 12:00-20:00. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, გრაფიკის შეთანხმება შესაძლებელია სპონტანურადაც — სამუშაო პროცესში შესაძლოა იყოს პერიოდები, როდესაც მოგიწევთ მხოლოდ ელემენტარული დავალებების შესრულება ან რამდენიმე დღიანი დასვენება/პაუზა პროექტებს შორის (რომელიც ასევე იქნება ანაზღაურებადი) ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ₾ + ბონუსებით (საშუალოდ 3000 ₾-5000 ₾ ) საკონტაქტო ინფორმაცია: დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: [email protected] მნიშვნელოვანია: გთხოვთ, CV-სთან ერთად აუცილებლად მოგვწეროთ მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ: 1. როგორ ხედავთ თქვენს როლს აღნიშნულ პოზიციაზე? 2. რაში ხედავთ ხიბლს მსგავს სამსახურში? 3. რა გაფიქრებთ ან რა გეჩვენებათ კრიზისულ მომენტად ამ საქმიანობაში?