გაყიდვების ოპერატორი
Job description
შპს " ჯეო ქარ იმპორტი ", ავტონაწილების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ახალი ძარის ტაივანური და ჩინური ავტონაწილების იმპორტსა და რეალიზაციაში, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების ოპერატორი . სამუშაოს აღწერა/მოვალეობები: ** მომხმარებელთა მომსახურება და გაყიდვები; ** სალარო ოპერაციები (პროგრამა FINA); ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიღება - განთავსების პროცესში ჩართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომპიუტერული უნარები; ** სასურველია ინგლისური ან რუსულის ენის ცოდნა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5 სამუშაო დღე კვირაში); ** სამუშაო საათები: 10:00 - 18:30; ** დასვენების დღეები: კვირა + ერთი მოძრავი დასვენების დღე კვირის განმავლობაში; ** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (ბონუსი დამოკიდებულია თვიურ ბრუნვაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან კომპანიის შიდა რეგულაციებით დაწესებული ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.