TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების პროგრამისა და ინვენტარიზაციის მენეჯერი

გაყიდვების პროგრამისა და ინვენტარიზაციის მენეჯერი

საცხობი 047 Georgia ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 30, 2026

Job description

საცხობი 047 ეძებს ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს საცალო გაყიდვების პროგრამის გამართულ მუშაობას, ინვენტარიზაციის პროცესების მართვასა და ფილიალების პროგრამულ/ტექნიკურ მხარდაჭერას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების პროგრამაში ფასების, კალკულაციებისა და ტექნოლოგიური ბარათების შეყვანა, განახლება და სიზუსტის კონტროლი; ** შესყიდვების პროგრამული აღრიცხვა და მონაცემთა გადამოწმება; ** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და პროგრამულად ასახვა; ** Glovo-ს პლატფორმაზე მენიუს, ფასებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის მართვა; ** კომპიუტერული, პროგრამული და ვიდეოსათვალთვალო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** თანამშრომლებისთვის ოპერატიული ტექნიკური დახმარების გაწევა; ** პროგრამული, ტექნიკური და ოპერაციული ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა; ** ციფრებთან და მონაცემებთან ყურადღებით მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულოა); ** გაყიდვების, საწყობის ან რესტორნის მართვის პროგრამებთან (POS) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** ძირითადი სამუშაო ადგილი: ბათუმი (პერიოდული მივლინებებით ქუთაისსა და რუსთავში); ** გამოსაცდელი ვადა: 2 თვე; ** ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 1500 ლარი ; ** ანაზღაურება შტატში აყვანის შემდეგ: შეთანხმებით. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე - [email protected] და დანიშნულების ველში მიუთითოთ `გაყიდვების პროგრამისა და ინვენტარიზაციის მენეჯერი`. ვაკანსიასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 599 52 51 25