გაყიდვების სერვისების ხელმძღვანელი
Job description
შპს " ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - მცხეთა " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სერვისების ხელმძღვანელის პოზიციაზე. ჩვენი კლინიკა ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების სერვისების ხელმძღვანელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კლინიკის სერვისების პოპულარიზაციასა და გაყიდვების პროცესის განვითარებაში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კლინიკის სამედიცინო სერვისების პრეზენტაცია და შეთავაზება; ** პაციენტებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება; ** გაყიდვების პროცესის სრულყოფილად მართვა; ** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანალიზი; ** ბაზრის კვლევა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი; ** პაციენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სერვისების შეთავაზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება; ** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას; ** ბონუსურ სისტემას მიღწეული შედეგების მიხედვით; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** სტაბილურ და მზარდ ორგანიზაციაში მუშაობას. თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თქვენი წვლილი შეიტანოთ კლინიკის განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების სერვისების ხელმძღვანელი".