TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი After Sale

გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი After Sale

Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 30, 2026

Job description

დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის (After Sale) პოზიციაზე. "მეტროპოლ მენეჯმენტი` - http://www.metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს. ჩვენ გთავაზობთ: ** კვება/ლანჩი ** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი -პარასკევი 10:00-19:00 სთ. სამუშაო ადგილი - თბილისი, ილია ჭავჭავაძის 29. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლის მოთხოვნების/შეკითხვების მიღება და დამუშავება; ** მომხმარებლისთვის დროული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება; ** მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა და უკუკავშირის მიღება; ** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად მართვა; ** მომხმარებელთან შეთანხმებით სტანდარტული და არასტანდარტული გეგმარებების მართვა; ** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის შესაბამისი სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა და შეთანხმება; ** ხელშეკრულებების და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის მართვა; ** ინვოისების შედგენა; ** დოკუმენტაციის პროგრამაში რეგისტრაცია/დაგენერირება; ** დებიტორების (სრული პროცესის) მართვა/აღრიცხვა; ** დავალიანებების/გადახდილი თანხის შესახებ ცნობების მომზადება, ინვოისის შედგენა; ** საგანვადებო გრაფიკების მართვა/მონიტორინგი; ** კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, არსებული პოზიციის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება; ** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი; ** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა, დროის სწორი მართვა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების, გაყიდვების შემდგომი მომსახურების (After Sales), უძრავი ქონების, სამშენებლო ან დეველოპერულ სექტორში; ** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 აგვისტო . გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "After Sale". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.