TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების სპეციალისტი

გაყიდვების სპეციალისტი

LINGOSTAR English Language Center Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

საგანმანათლებლო ორგანიზაცია " ლინგოსთარი " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. თუ გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია მათი საჭიროებების სწორად განსაზღვრა და შედეგზე ორიენტირებული ხარ, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო პროექტებისა და კურსების გაყიდვების ზრდას. ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაცია; ** მომხმარებლების კონსულტაცია ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო პროექტებისა და მომსახურებების შესახებ; ** გაყიდვების სრული პროცესის მართვა — პირველადი კომუნიკაციიდან რეგისტრაციის/შეთანხმების დასრულებამდე; ** გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება და KPI-ების მიღწევა; ** CRM სისტემაში მომხმარებელთა მონაცემების მართვა და განახლება; ** არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განმეორებითი გაყიდვების ხელშეწყობა; ** ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების ან ბიზნეს განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები; ** შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება; ** ქართული ენის გამართული ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office-ის ცოდნა; CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაცია; ** დარწმუნების უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ინიციატივიანობა და მაღალი მოტივაცია; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** თანამედროვე, მეგობრულ და საერთაშორისო სამუშაო გარემოს; ** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში; ** ანაზღაურება შეთანხმებით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების სპეციალისტი".