გაყიდვების სპეციალისტი
Job description
იტალიური კომპანია "KERAKOLL"-ის წარმომადგენლობა საქართველოში, კომპანია "AQUASTOP" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე. წარმომადგენლობის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო ქიმიის, ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი, რეალიზაცია და ინსტალაცია. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება; ** საპრეზენტაციო მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა; ** პოტენციური დამკვეთების საჭიროების განსაზღვრა; ** არსებული და ახალი პროექტების მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელება და მონიტორინგი; ვაკანსიის მოთხოვნებია: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება: ** სამშენებლო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელ ან იმპორტიორ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. პიროვნული მახასიათებლები: ** კომუნიკაცია პროფესიულ დონეზე; ** თვითპრეზენტაციის უნარი; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურებას საბონუსე სისტემით; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში; ** თავისუფალ სამუშაო გრაფიკს. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე [email protected] -ზე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების სპეციალისტი.