გაყიდვების სპეციალისტი
Job description
" Merlons "-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორაციულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად. ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს VitrA-ს (აბაზანის სანტექნიკა-ინვენტარის) შოურუმისთვის. ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში. ადგილმდებარეობა: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 1 ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსები გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, 10:00-19:00 საათამდე (დასვენების დღეების შეთანხმებით) ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა; ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია - მომხმარებლისათვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა შეთავაზება; ** ინფორმაციის სწორად აღრიცხვა 1C პროგრამაში; ** სალარო ოპერაციების წარმოება; ** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია, ჩაითვლება უპირატესობად) ** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა ** პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია; ** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას; ** შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას; ** მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას; ** ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების სპეციალისტი " დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia