გაყიდვების სპეციალისტი
Job description
#ვაკანსია გაყიდვების სპეციალისტი თუ გსურს ტექნოლოგიური ტენდენციების მუდმივი შესწავლისა და დანერგვის გზით გააუმჯობესო ადამიანების ცხოვრების ხარისხი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ჩვენ გვაქვს 20 წლიანი გამოცდილება, შენობის ავტომატიზაციისა და უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით. მომხამრებელს ვთავაზობთ სრული საინჟინრო სისტემების პროექტირებას, მიწოდება/მონტაჟს, სერვისულ მომსახურებას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე : მოვალეობები : · მომხმარებლებთან ურთიერთობა (შოურუმში მოსული მომხმარებლის დახვედრა და მომსახურება, ზარებზე პასუხი, სოც ქსელებზე, საიტზე და ინფოს მეილზე შემოსული შეტყობინებებზე დროული და ეფექტური უკუკავშირი ); · პროდუქტის გაყიდვა; · არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტის, სისტემის, სერვისების და მომსახურების გაცნობა, დაინტერესებული კლიენტის შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება; · მომხმარებელთა ბაზის განვითარება (პარტნიორული ქსელის შექმნა); · ხარისხიანი კონტაქტების მოძიება, ინფორმაციის შეგროვება; · CRM პროგრამაში მუშაობა: ყველა მოძიებული ლიდის შეყვანა CRM სისტემაში და ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშგება; · გაყიდვების მუდმივი გაუმჯობესებაზე ზრუნვა; · კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება; · შესრულებული სამუშაოს ანალიზის წარდგენა თვე / კვარტალში / წლის ჭრილში; მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების - კარგად ცოდნა; მოცემულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ინგლისური ენის კარგად ცოდნა ; CRM პროგრამაში მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: პასუხისმგებლიანი; მოტივირებული; კომუნიკაბელური; პუნქტუალური; ენერგიული; შრომისმოყვარე; დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი; როგორც გუნდური , ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი; პირობები: გრაფიკი- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე; ანაზღაურება, ხელზე ასაღები - 2000 ლარი + ბონუსი ; გამოსაცდელი ვადა 3-6 თვე. კომპანია გთავაზობთ : მუდმივ განვითარებას, საინტერესო მრავალფეროვან სამუშაოს, მეგობრულ გარემოს; ბენეფიტები: ბონუსური სისტემა; ჯანმრთელობის დაზღვევა (თანადაფინანსება); სამუშაოსთვის საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა; კორპორატიული ნომერი, სასაბრო დრო; სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.