გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
Job description
შპს "შრომის უსაფრთხოების სისტემები" წარმოადგენს წამყვან საკონსულტაციო და საექსპერტო ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზებულია შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვასა და ადმინისტრირებაში. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციების სრულ შესაბამისობას, როგორც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ISO 45001 სისტემის მოთხოვნებთან. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბიზნესს სტაბილური და მდგრადი საოპერაციო გარემოს ჩამოყალიბებაში, სადაც რისკების პრევენცია და ადამიანური კაპიტალის დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა. დამატებით ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://lss.ge/ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** B2B კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება; ** კომპანიის სერვისების პრეზენტაცია და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება; ** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება; ** არსებული კლიენტებისთვის ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება; ** კლიენტების კმაყოფილების კვლევებსა და ხარისხის მართვის ჭრილში დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობა; ** გაყიდვების რეპორტების მომზადება და წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი/სტუდენტი; ** სასურველია გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით; B2B მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა. ეს ვაკანსია შენთვისაა ** თუ გიყვარს გადაწყვეტილებების მოძიება; ** თუ გაქვს ახალი იდეები; ** თუ გამოგდის მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება; ** თუ გსურს განვითარება ტექნიკური მიმართულების გაყიდვებში; ** თუ გინდა მეგობრულ და დინამიკურ გუნდში მუშაობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , 2026 წლის 17 აგვისტომდე . გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "შრომის უსაფრთხოების სისტემებმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.