გარემოსდაცვითი მონიტორინგის სპეციალისტი
Job description
შპს გარემოსდაცვითი მომსახურების კომპანია - ENSECO გარემოსდაცვითი მომსახურებების მიმართულებით საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას გარემოსდაცვითი მონიტორინგის სპეციალისტი ს პოზიციაზე. ძირითადი საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა საწარმოო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ვიზიტს, გარემოსდაცვითი მდგომარეობის შეფასებას, მონიტორინგის პროცესებში მონაწილეობასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობას. ძირითადი მოვალეობები: საწარმოო და სხვა ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება; საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისად, გარემოსდაცვითი მდგომარეობის ადგილზე შეფასება; საწარმოო ობიექტზე არსებული მდგომარეობის ფოტო და ვიდეო მასალის ფიქსაცია; მონიტორინგის ფორმებისა და საველე მონაცემების საფუძველზე ანგარიშების მომზადება; გარემოსდაცვითი აუდიტის შედეგების (გამოვლენილი დარღვევებისა და რეკომენდაციების) შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; კანონმდებლობით დადგენილი წესით მივლინებებში მონაწილეობა. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ანდა სამუშაო გამოცდილება შემდეგ მიმართულებებში: გარემოსდაცვა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; გარემოსდაცვითი ინჟინერია; ქიმია; ან სხვა მონათესავე სპეციალობა; სასურველია გარემოსდაცვითი მმართველის/სპეციალისტის სასერტიფიკატო კურსის გავლა; სასურველია გარემოსდაცვითი მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; სასურველია ნარჩენების მართვის მიმართულებით გამოცდილება; საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; საველე სამუშაოებზე მუშაობის მზადყოფნა; B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია. კომპანია გთავაზობთ: პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ გარემოსდაცვით პროექტებში; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; სხვადასხვა საწარმოო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებას; თანამედროვე გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროცესებში ჩართულობას; მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV / რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] +995 511 19 19 00