TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გეოდეზისტი

გეოდეზისტი

AWARD თბილისი ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 12, 2026

Job description

კომპანია „ AWARD ” ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას. პოზიციის დასახელება: გეოდეზისტი ორგანიზაცია:შპს ,,AWARD’’ მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაოს ტიპი:სრული განაკვეთი (10:00 – 19:00) ანაზღაურება: 3500 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო მოედანზე გეოდეზიური სამუშაოების შესრულება. აზომვითი და დაკვალვითი სამუშაოების წარმოება. პროექტის კოორდინატებისა და ნიშნულების გადატანა ადგილზე. შესრულებული სამუშაოების კონტროლი და მონიტორინგი. გეოდეზიური ნახაზებისა და მონაცემების დამუშავება. შესაბამისი ტექნიკისა და ხელსაწყოების გამოყენება (Total Station, GPS და სხვა). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით. მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გეოდეზიური ხელსაწყოების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. AutoCAD-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. გუნდური მუშაობის უნარი. თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!