TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გეოდეზისტი

გეოდეზისტი

სკაილაინ ჯგუფი Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 27, 2026

Job description

შპს " სკაილაინ ჯგუფი " ეძებს პასუხისმგებლიან და გამოცდილ გეოდეზისტს , რომელიც ჩაერთვება კომპანიის მიმდინარე და ახალ სამშენებლო პროექტებში. ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო მოედანზე გეოდეზიური, აზომვითი და დაკვალვითი სამუშაოების შესრულება; ** საპროექტო კოორდინატების, ღერძების, ნიშნულებისა და წერტილების ადგილზე ზუსტად გადატანა; ** სამშენებლო კონსტრუქციების გეომეტრიული სიზუსტისა და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი; ** სიმაღლეების, ნიშნულების, ჰორიზონტალებისა და სხვა გეოდეზიური პარამეტრების შემოწმება; ** შესრულებული სამუშაოების აზომვა, მონაცემების დამუშავება და შესაბამისი გეოდეზიური ნახაზებისა და დოკუმენტაციის მომზადება; ** გეოდეზიური გაზომვების შედეგების კონტროლი და მონიტორინგი; ** Total Station, GPS/GNSS, ლაზერული ნიველირისა და სხვა გეოდეზიური ხელსაწყოების გამოყენება და მოვლა; ** საპროექტო დოკუმენტაციასთან ფაქტობრივი მდგომარეობის შედარება; ** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა; ** პროექტის მენეჯერთან, ტექნიკურ პერსონალსა და სამშენებლო გუნდთან კოორდინაცია; ** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელი პირებისთვის წარდგენა. სავალდებულო მოთხოვნები: ** სამშენებლო ობიექტზე გეოდეზისტად მუშაობის გამოცდილება; ** Total Station-თან, GPS/GNSS-თან და სხვა გეოდეზიურ ხელსაწყოებთან მუშაობის ცოდნა; ** AutoCAD-ის ცოდნა; ** საპროექტო ნახაზების წაკითხვის უნარი; ** მაღალი სიზუსტე, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი; ** სამშენებლო ობიექტზე აქტიურად მუშაობისთვის მზადყოფნა. სასურველია: ** განათლება სამშენებლო ან გეოდეზიური მიმართულებით; ** Civil 3D-ის ან სხვა სპეციალიზებული პროგრამების ცოდნა; ** მრავალსართულიან საცხოვრებელ ან სასტუმრო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ** საშემსრულებლო ნახაზების მომზადების გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ დეველოპერულ კომპანიაში; ** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** თანამედროვე და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. განაცხადის წარდგენა: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] . საგნის ველში (Subject) მიუთითეთ: გეოდეზისტი დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ვაკანსიის ფარგლებში. წარმოდგენილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში და შესაძლოა განხილულ იქნეს სხვა შესაბამის პოზიციაზეც. გისურვებთ წარმატებას!