გეოდეზისტი
Job description
კომპანია " AWARD " ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას. პოზიციის დასახელება: გეოდეზისტი პირობები: ** მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00) ** ანაზღაურება: 3500 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო მოედანზე გეოდეზიური სამუშაოების შესრულება. ** აზომვითი და დაკვალვითი სამუშაოების წარმოება. ** პროექტის კოორდინატებისა და ნიშნულების გადატანა ადგილზე. ** შესრულებული სამუშაოების კონტროლი და მონიტორინგი. ** გეოდეზიური ნახაზებისა და მონაცემების დამუშავება. ** შესაბამისი ტექნიკისა და ხელსაწყოების გამოყენება (Total Station, GPS და სხვა). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** გეოდეზიური ხელსაწყოების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. ** AutoCAD-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. ** გუნდური მუშაობის უნარი. თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 14/08/2026 . გისურვებთ წარმატებას!