ღამის ადმინისტრატორი
Job description
სასტუმრო "ალმა" აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და გამოცდილ თანამშრომელს. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 28; ** სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე, 21:00-დან 09:00-მდე; ** ანაზღაურება: 1200 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება და გასტუმრება (Check-in/Check-out) არსებული სტანდარტების შესაბამისად; ** ანგარიშსწორების წარმოება (ნაღდი და უნაღდო გადახდები); ** სტუმრების რეგისტრაცია სასტუმროს სისტემაში (PMS), ინფორმაციის დამუშავება და ინვოისების მომზადება; ** სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს ნომრების, წესების, სერვისებისა და ტარიფების შესახებ; ** პირდაპირი გაყიდვების მართვა (Walk-in და სატელეფონო ჯავშნები); ** შემოსული და გასული კომუნიკაციების (ტელეფონი, ელ-ფოსტა, ონლაინ პლატფორმები) ოპერატიული მართვა; ** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური და აქტიური თანამშრომლობა. ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია სასტუმროს რეცეფციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** სავალდებულოა სასტუმროს მართვის პროგრამებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება; ** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა; ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel). პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის, თავაზიანი მომსახურებისა და გაყიდვების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ემოციური სტაბილურობა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ღამის ადმინისტრატორი.