ღამის მოლარე-კონსულტანტი
Job description
"ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანია სუპერმატკეტების ქსელი - შპს " მულტი " აცხადებს ვაკანსიას ღამის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თემქის ფილიალში. სამუშაო ადგილი: თემქა 11მ/რ 3კვ. სამუშაო გრაფიკი: 23:00-08:00 სთ. ყოველ მეორე დღეს (2 საათი შესვენება ცვლის დროს). ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება; ** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; ** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება; ** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება. მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** მზარდ საბონუსე სისტემას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელმისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი თემქა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!