ღამის ცვლის მზარეული - ბურგერი
Job description
"Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, მცხეთის ქ. N5 სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, კვირაში 5 დღე - 17:00 - 01:00, პარასკევი და შაბათი: 19:00 - 03:00 ანაზღაურება: ** გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 9 ლარი საათში ** გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 10 ლარი საათში ** საშუალო თვიური ანაზღაურება: 1900-2000 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით. ** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა. ** უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი. ** სამუშაო დღის დაგეგმვა. ** მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. ** აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება. ** Ⴑამუშაო დღის დასრულებისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება. საჭირო უნარები: ** ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 - წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა. ** სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა. ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა. ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 597 900 005 (მარიამი)