TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ღვინის მაღაზიის კონსულტანტი

ღვინის მაღაზიის კონსულტანტი

ტურინვესტ ჯგუფი Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

" ტურინვესტ ჯგუფი " აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა; ** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა; ** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** თავაზიანობა; ** ორგანიზებულობა; ** დროის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი , ყადირ შერვაშიძის აღმართი №78 ** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ** ანაზღაურება: შეთანხმებით ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს; ** კვებით უზრუნველყოფას; ** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით. გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: ** კვებითი უზრუნველყოფა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa; ** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"; ** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში. კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: ** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას; ** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას; ** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას; ** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!