ღვინის მაღაზიის კონსულტანტი
Job description
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლებისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა; მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა; ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება; ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; თავაზიანი; ორგანიზებული; გუნდური მუშაობის უნარი; დროის მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პიროვნული თვისებები მომხმარებელზე ორიენტირებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78 სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ სამუშო გრაფიკს; კვებით უზრუნველყოფას; ტრანსპორტირებას საბაგირო გზით; გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: კვებითი უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაზღვევა 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“ ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!