გრაფიკული დიზაინერი
Job description
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის (არამედიკამენტების დეპარტამენტში) პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** არამედიკამენტების მიმართულების მარკეტინგული აქტივობებისთვის გრაფიკული მასალების შექმნა; ** პრინტმასალების, ბანერების, ეტიკეტების, შეფუთვის დიზაინების, ვიზუალური პრეზენტაციებისა და სხვა სარეკლამო მასალების მომზადება; ** საბეჭდი ფაილების, ტექნიკური ნახაზებისა და კონსტრუქციების მომზადება; ** მარკეტინგული ბრიფისა და შეთანხმებული კონცეფციის საფუძველზე დიზაინის შემუშავება; ** მარკეტინგის გუნდთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობა დიზაინის პროექტების განხორციელების პროცესში; ** სოციალური მედიისთვის ვიზუალური მასალების შექმნა, არსებული დიზაინების ადაპტაცია და ბრენდგაიდლაინებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** დიზაინ-ფაილების ორგანიზებული მართვა და ბეჭდვითი მასალების ტექნიკური სიზუსტის უზრუნველყოფა; ** დიზაინის თანამედროვე ტენდენციების გაცნობა და პროფესიული ცოდნის მუდმივი განვითარება. კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია დიზაინის ან მონათესავე მიმართულებით); ** გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სარეკლამო სააგენტოში ან მარკეტინგულ გარემოში; ** Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe InDesign-ის პროფესიულ დონეზე ფლობა; ** ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დიზაინის ინსტრუმენტების (Midjourney, DALL·E, Adobe Firefly ან სხვა) გამოყენების გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონეზე) - დიზაინ-რესურსებთან, ბრიფებთან და ინსტრუქციებთან დამოუკიდებლად მუშაობის მიზნით; ** კრეატიული აზროვნება, განვითარებული ვიზუალური ხედვა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: გთხოვთ, განაცხადს აუცილებლად დაურთოთ პორტფოლიო, რომელიც თქვენი ნამუშევრების შეფასების შესაძლებლობას მოგვცემს. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.07.2026 წელი . ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1565); 557 577 442 შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან. ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/dwdQoYNrFS