გრაფიკული დიზაინერი
Job description
" შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი " არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას. "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" ( http://cue.edu.ge/ ) აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. სტრუქტურული ერთეული: საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახური თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ; ადგილების რაოდენობა: 1; სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი , წერეთლის N13 ; სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი; გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე. ძირითადი მოვალეობები: ** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება; ** შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება; ** ილუსტრაციების შექმნა ხელით ან პროგრამების გამოყენებით; ** ბანერების და სხვა ტიპის სარეკლამო მასალის დიზაინი/ტექნიკური აწყობა; ** ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება სოციალური ქსელისთვის; ** ფოტოების დამუშავება; ** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება; ** ბეჭდვითი და ციფრული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება; ** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება; ** კომპანიის ფილიალებისთვის გარე და შიდა სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა; ** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა; ** კომპანიის პროდუქტებისათვის სარეკლამო-საინფორმაციო მასალების (კატალოგი, ფლაერი, ბუკლეტი, სტიკერი, ბილბორდი) დიზაინის შექმნა. ** არსებული აქტივობების დაარქივება სამუშაო ფაილების სახით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** Adobe Creative Suite-ის (Photoshop, Illustrator) პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; ** Figma-ს, Canva-ს, Capcut ან სხვა დიზაინპლატფორმების ცოდნა; ** ბეჭდური და ციფრული დიზაინის ტექნიკური მოთხოვნების ცოდნა; ** კრეატიული აზროვნება და ინოვაციური დიზაინ-იდეების გენერირების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა (B1). ვაკანსიის დეტალები: ** კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 22 ივლისს დასრულდება 22 აგვისტოს . ** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა. ** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან. ** დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ვაკანსია გრაფიკული დიზაინერი. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.