გუნდის წევრი / ღამის ცვლა
Job description
მაკდონალდსი აცხადებს ღამის ცვლის ვაკანსიას! აირჩიე მაკდონალდსის ნებისმიერი რესტორანი და დაიწყე კარიერა საერთაშორისო, სტაბილურ კომპანიაში! ვაკანსია: გუნდის წევრი | ბათუმი სამუშაო გრაფიკი: 23:00-07:00 მოქნილი გრაფიკი - თავად ირჩევ: კვირაში 3-დან 5 ღამის ცვლამდე, შენზე მორგებული დასვენების დღეებით. როგორია ერთი სამუშაო დღე მაკდონალდსში? შეკვეთების მიღება და მომზადება (ბურგერები, ფრი, სასმელები); სტუმრების მეგობრული და თავაზიანი მომსახურება; სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს მოწესრიგება; ჰიგიენისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; რას გთავაზობთ? 75%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი; 5 ღამის ცვლის შემთხვევაში საშუალო ანაზღაურება 1800-2200 ₾ (გადასახადების ჩათვლით); 3 ღამის ცვლის შემთხვევაში საშუალო ანაზღაურება 1000-1300 ₾ (გადასახადების ჩათვლით); სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში - დამატებითი ფიქსირებული ბონუსი- 250-375₾ (გადასახადების ჩათვლით); უფასო კვება; ტრანსპორტირება; ხელფასის გარანტირებული მატება 3 თვეში; ზეგანაკვეთური სამუშაო - 50%-ით გაზრდილი ანაზღაურება; ოფიციალურ დასვენების დღეს მუშაობა - ორმაგი ანაზღაურება; ბონუსი წელიწადში ორჯერ - საშუალო თვიური ანაზღაურების 75%; დაბადების დღეზე Day off + 8 საათი ანაზღაურება; პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგები; უსაფრთხო და მეგობრული სამუშაო გარემო; სამოტივაციო პროგრამები, შიდა კონკურსები და ექსკურსიები; თუ ეძებ მეგობრულ გარემოს, სტაბილურ სამსახურს და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს შეავსე ანკეტა და შემოგვიერთდი - https://careers.mcdonalds.ge/ge/crew-vacancy/form