TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გუნდის წევრი / ღამის ცვლა

გუნდის წევრი / ღამის ცვლა

Mcdonalds Georgia ზუგდიდი ქართული
Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 25, 2026

Job description

მაკდონალდსი აცხადებს ღამის ცვლის ვაკანსიას! აირჩიე მაკდონალდსის ნებისმიერი რესტორანი და დაიწყე კარიერა საერთაშორისო, სტაბილურ კომპანიაში! ვაკანსია: გუნდის წევრი | ზუგდიდი სამუშაო გრაფიკი: 23:00-07:00 მოქნილი გრაფიკი - თავად ირჩევ: კვირაში 3-დან 5 ღამის ცვლამდე, შენზე მორგებული დასვენების დღეებით. როგორია ერთი სამუშაო დღე მაკდონალდსში? შეკვეთების მიღება და მომზადება (ბურგერები, ფრი, სასმელები); სტუმრების მეგობრული და თავაზიანი მომსახურება; სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს მოწესრიგება; ჰიგიენისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; რას გთავაზობთ? 75%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი; 5 ღამის ცვლის შემთხვევაში საშუალო ანაზღაურება 1800-2200 ₾ (გადასახადების ჩათვლით); 3 ღამის ცვლის შემთხვევაში საშუალო ანაზღაურება 1000-1300 ₾ (გადასახადების ჩათვლით); სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში - დამატებითი ფიქსირებული ბონუსი- 250-375₾ (გადასახადების ჩათვლით); უფასო კვება; ტრანსპორტირება; ხელფასის გარანტირებული მატება 3 თვეში; ზეგანაკვეთური სამუშაო - 50%-ით გაზრდილი ანაზღაურება; ოფიციალურ დასვენების დღეს მუშაობა - ორმაგი ანაზღაურება; ბონუსი წელიწადში ორჯერ - საშუალო თვიური ანაზღაურების 75%; დაბადების დღეზე Day off + 8 საათი ანაზღაურება; პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგები; უსაფრთხო და მეგობრული სამუშაო გარემო; სამოტივაციო პროგრამები, შიდა კონკურსები და ექსკურსიები; თუ ეძებ მეგობრულ გარემოს, სტაბილურ სამსახურს და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს შეავსე ანკეტა და შემოგვიერთდი - https://careers.mcdonalds.ge/ge/crew-vacancy/form