TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HoReCa მიმართულების მენეჯერი

HoReCa მიმართულების მენეჯერი

t-and-r Georgia ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 29, 2026

Job description

" თიენდარი " საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco). 20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში. ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს https://www.trd.ge/ ან მოგვწერეთ მეილზე [email protected] Focused on Success "თიენდარი" აცხადებს ვაკანსიას HoReCa მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** HoReCa სექტორის აქტიური მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და ბაზრის ანალიზი; ** ახალი ობიექტების (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ესთეტიკის ცენტრები, ფიტნეს-ცენტრები და ა.შ.) მოზიდვა და კომპანიის პორტფელში დამატება; ** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება; ** მიწოდების/სერვისის პროცესების სრული კონტროლი. ** კომერციული წინადადებების მომზადება, პრეზენტაციების ჩატარება და მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (შესყიდვების მენეჯერები, შეფ-მზარეულები, სასტუმროს დირექტორები, ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერები და ა.შ). ** შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და ობიექტებზე დროულად მიწოდების პროცესის კონტროლი; ** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და ვადების კონტროლი; ** ობიექტების სპეციფიკური საჭიროებების შესწავლა (მაგ. დოზატორების დამონტაჟების ორგანიზება, პროდუქციის სწორად გამოყენების ინსტრუქტაჟი) და შესაბამისი ტექნიკური ჯგუფის კოორდინაცია. ** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი კმაყოფილების დონისა და საჭიროებების შეფასება; ** პოტენციური ობიექტების კლასიფიკაცია მასშტაბის, მოხმარების მოცულობისა და საჭიროებების მიხედვით (მაგ: პრემიუმ სეგმენტის სასტუმროები, სწრაფი კვების ქსელები, დიდი რესტორნები); ** პროფესიონალური ქიმიის შემთხვევაში - ობიექტზე პროდუქციის სატესტო რეჟიმში შეტანის ორგანიზება; ტესტირების შედეგების მონიტორინგი, ეფექტურობის დემონსტრირება (ხარისხის და ეკონომიურობის კუთხით) და კლიენტის საბოლოო დარწმუნება; ** კონკურენტების აქტივობების, საფასო პოლიტიკისა და შეთავაზებების მუდმივი ანალიზი ობიექტის შენარჩუნების ან გადაბირების მიზნით. ** ობიექტებზე პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა; ** პრობლემურ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და ალტერნატიული გზების შეთავაზება. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით); ** HoReCa სექტორში B2B გაყიდვების ან კლიენტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია საყოფაცხოვრებო/პროფესიონალური ქიმიის ან FMCG მიმართულებით); ** საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ქიმიის ბაზრისა და პროდუქტების საბაზისო ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) და CRM სისტემის (მაგ. 1C, Apex, ინფო და ა.შ.) ცოდნა; ** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი. პიროვნული თვისებები: ** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის მაღალი დონე; ** შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროის მენეჯმენტი და ერთდროულად რამდენიმე პროცესის მართვის უნარი; ** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი; ** კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (დამატებული ობიექტების რაოდენობისგან, გაყიდვების ბრუნვისა და გეგმის შესრულების მიხედვით); ** საწვავის და ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურება; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: [email protected] . საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - HoReCa მიმართულების მენეჯერი. CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ`` საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის. თიენდარი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!