ჰოსტესი
Job description
რესტორანი "გემოგრაფია" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის / Guest Promoter-ის პოზიციაზე. თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები: ** რესტორნის შესასვლელთან სტუმრების მეგობრულად დახვედრა; ** გამვლელებისთვის რესტორნის, მენიუსა და მიმდინარე შეთავაზებების გაცნობა; ** სტუმრების რესტორანში მოწვევა; ** მენიუსა და მომსახურების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება; ** სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია; ** რესტორნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენა. მოთხოვნები: ** გამართული კომუნიკაციის უნარი; ** ენერგიულობა, ღიმილიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მოწესრიგებული გარეგნობა; ** უცხო ენების ცოდნა; ** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს ორ ან მეტ უცხო ენას; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები ** სამუშაო გრაფიკი: 10-საათიანი ცვლა; ** ანაზღაურება: 100 ლარი დღეში; ** სტაბილური სამუშაო გარემო; ** მეგობრული გუნდი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 558698701