HR ადმინისტრირებისა და რეკრუტინგის სპეციალისტი
Job description
" არქი ჰოსფითალითი " არის "არქი ჰოლდინგის" შვილობილი სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მართავს როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს თბილისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ ვეძებთ HR ადმინისტრირებისა და რეკრუტინგის სპეციალისტს . რას გთავაზობთ ჩვენ: ** კონკურენტულ ანაზღაურება ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1 ** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 რას გააკეთებ ამ პოზიციაზე: ** მოამზადებ და განათავსებ ვაკანსიებს სხვადასხვა საკომუნიკაციო და დასაქმების პლატფორმებზე ** მოიძიებ, შეაფასებ და დაუკავშირდები შესაბამის კანდიდატებს ** დაგეგმავ და კოორდინაციას გაუწევ გასაუბრების პროცესს ** უზრუნველყოფ ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზებას ** აწარმოებ და განაახლებ თანამშრომელთა პერსონალურ საქმეებსა და HR დოკუმენტაციას ** მოამზადებ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას (ხელშეკრულებები, ბრძანებები, ცნობები და სხვა) ** უზრუნველყოფ თანამშრომელთა სამუშაო დროის, შვებულებებისა და სხვა HR მონაცემების აღრიცხვას ** მოამზადებ ხელფასების დარიცხვისთვის საჭირო ინფორმაციას და ითანამშრომლებ შესაბამის დეპარტამენტთან ** გაუწევ კოორდინაციას ადმინისტრაციულ და საოფისე პროცესებს ** მონაწილეობას მიიღებ HR პროცესებისა და შიდა პროცედურების გაუმჯობესებაში ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: ** გაქვს HR, ადმინისტრაციის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** ხარ შედეგზე ორიენტირებული და შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა ** ხარ ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პროაქტიული ** ფლობ საოფისე პროგრამებს (Excel, Word, Outlook) დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: HR ადმინისტრირებისა და რეკრუტინგის სპეციალისტი რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2026 . გაცნობებთ, რომ "არქი ჰოსფითალითი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.