HR ბიზნეს პარტნიორი
Job description
Tempo Holding აცხადებს ვაკანსიას HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე კომპანია: Tempo Holding ადგილმდებარეობა: ბათუმი სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი ჩვენს შესახებ: Tempo Holding – სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც. კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. ძირითადი მოვალეობები: ბიზნეს ერთეულების ხელმძღვანელებთან მუშაობა HR სტრატეგიის დასაგეგმად და შესასრულებლად. KPI-ების, OKR-ების ან Performance Review პროცესის მართვა. მენეჯერებისთვის კონსულტაცია შედეგებისა და უკუკავშირის პროცესში. ნაკლებ შედეგიან თანამშრომლებთან მუშაობის პროცესის მართვა (PIP). პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება/განახლება. ადამიანურ რესურსებზე მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ბიზნეს გადაწყვეტილებებში ინტეგრირება. ორგანიზაციული კლიმატის მონიტორინგი, გამოკითხვების ჩატარება, გაუმჯობესების გეგმების შექმნა. კონფლიქტების მართვა და მედიაცია. თანამშრომელთა კეთილდღეობის ინიციატივების შემუშავება. პოზიციების მოთხოვნის განსაზღვრა და Hiring Manager-ებთან მუშაობა. საკადრო საჭიროებების პროგნოზირება. საკვალიფიკაციო ნაკლებობის იდენტიფიცირება. სწავლებისა და განვითარების (L&D) გეგმების შექმნა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება HR სფეროში. გამოცდილება ტალანტების მოძიებასა და მიზანმიმართულ მოზიდვაში. ადამიანური რესურსების მართვის სისტემების აწყობისა და განვითარების გამოცდილება. სტრატეგიული ხედვა და ძლიერი კომუნიკაციის უნარები. ქართული და ინგლისური ენების თავისუფალი ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირეტესობად). თანამედროვე HR პლატფორმებისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება. პიროვნული უნარები ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; სტრატეგიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია. განაცხადის წარდგენა: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე [email protected] , ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – HR ბიზნეს პარტნიორი გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც. „ტემპო ჰოლდინგი“ გისურვებთ წარმატებას!