TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონკურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად

კონკურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად

ბრიტანული უნივერსიტეტი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 20h ago apply by Aug 01, 2026

Job description

“ბრიტანული უნივერსიტეტი” აცხადებს კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური ან/და პროფესიული ნიშნით შემდეგ მიმართულებებზე: ბიზნესისა და ინოვაციების სკოლა: მიმართულებები: ა) მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის სტრატეგია და დაგეგმვა ინტეგრირებული მარკეტინგის კომუნიკაცია მარკეტინგული კვლევა სოციალური მედია მარკეტინგი და მართვა ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ასისტენტ პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი) ბ) მენეჯმენტი კორპორაციული სტრატეგია და სტრატეგიული მართვა ორგანიზაციული ცვლილების მართვა სტრატეგიული მართვა და კონკურენტული ანალიზი ლიდერობა და ორგანიზაციული ქცევა მენეჯერული ეკონომიკა ინფორმაციული სისტემების სტრატეგია და მართვა რისკის მართვა ფინანსური მართვა პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი) ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი) ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) სოციალური მეცნიერებებისა და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლა: მიმართულებები: ა) ფილოლოგია ინგლისური ფილოლოგია პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ბ) პოლიტიკის მეცნიერება პოლიტიკური თეორია პოლიტიკური კომუნიკაცია ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) გ) საერთაშორისო ურთიერთობები შედარებითი პოლიტიკა ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) აკადემიური ნიშნით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესორისთვის პროფესორად 5 წლის ვადით აირჩევა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე. ასოცირებული პროფესორისთვის ასოცირებულ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე. გ. ასისტენტ პროფესორისთვის ასისტენტ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი; ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე. პროფესიული ნიშნით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა. ასოცირებული პროფესორისთვის ასოცირებულ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი; პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე. ბ. ასისტენტ პროფესორისთვის ასისტენტ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრეული ხარისხის მქონე პირი; პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე. ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება: შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში; შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში; ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ C1 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად; აკადემიური კონკურსის მონაწილე უფლებამოსილია, უცხო ენის კომპეტენცია დაადასტუროს კონკურსის ფარგლებში ჩატარებული საჩვენებელი ლექციით. ასეთ შემთხვევაში საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის შესაბამისი ენის სპეციალისტი. დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინონ: განაცხადი (იხ. დანართი 2) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების, აკადემიური თანამდებობისა და შესარჩევი კრიტერიუმების (აკადემიური) მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად); პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში შესაბამისად - პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი, ხოლო თუ დიპლომი გაცემულია საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების დამადასტურებელი ცნობაც; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ავტობიოგრაფია (CV) (ქართულ და ინგლისურ ენაზე - იხ. დანართი 3, დანართი 4), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, მიღებული სტიპენდია - გრანტებისა და სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ; შესაბამის მიმართულებასთან თავსებადი ერთი საგნის სილაბუსი (იხ. დანართი 5, დანართი 6). სილაბუსი შეიძლება ასახავდეს კურსს, რომელიც კონკურსანტს უკვე აქვს დანერგილი რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან წარმოადგენდეს პროექტს; ერთი კვლევითი ნაშრომი, რომელიც, კონკურსანტის აზრით, ყველაზე კარგად წარმოაჩენს მის აკადემიურ ინტერესებსა და გამოცილებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); არსებობის შემთხვევაში ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ “ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა; “უფლების ჩამორთმევის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა; კანდიდატის თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე (იხ. დანართი 7); კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში). კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა; II ეტაპი - გასაუბრება და საჩვენებელი ლექცია; III ეტაპი - კონკურსის შეჯამება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკადემიურ პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში, სასურველია აფილირება გააფორმოთ შპს ბრიტანულ უნივერსიტეტთან. ამასთან, კონკურსის ეტაპზე, ერთნაირი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც თანახმა იქნება, აფილირება გააფორმოს შპს ბრიტანულ უნივერსიტეტთან. კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2026 წლის 3 ივლისი; საბუთების მიღება: 2 აგვისტოდან - 2026 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით; კონკურსის I ეტაპი: 2026 წლის 9 აგვისტოდან - 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით; კონკურსის II ეტაპი: 2026 წლის 11 აგვისტოდან - 2026 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით; კონკურსის III ეტაპი და წინასწარი შედეგების გამოქვეყნება: არაუგვიანეს 2026 წლის 14 აგვისტოსა; კონკურსანტების მიერ სააპელაციო განაცხადების წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 14 აგვისტოდან 2026 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით; სააპელაციო განაცხადების განხილვა: 16 აგვისტოს კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2026 წლის 17 აგვისტო. სააპელაციო განაცხადების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კონკურსის წინასწარი შედეგები მტკიცდება საბოლოო შედეგების სახით არაუგვიანეს 2026 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით; დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსეთ ფორმა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ; ტელ: +995593000788 გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.