TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HR მენეჯერი

HR მენეჯერი

იელთი ჯგუფი თბილისი, ბათუმი ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 12, 2026

Job description

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ იელთი ჯგუფი “ ეძებს გუნდის წევრს ,, HR მენეჯერის “ პოზიციაზე. ,,იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. “იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“. კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ. სამუშაოს გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ) ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ჩვენი შემოთავაზებაა: კარიერული განვითარების და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა; ჯანმრთელობის დაზღვევა; მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მხარდაჭერა; ტრენინგ-პროგრამები საჭიროებისამებრ; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ერთ წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით; ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონეზე); კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; უპირატესობა ენიჭება სტუმართმასპინძლობის სფეროში გამოცდილებას. ფუნქცია - მოვალეობები: პერსონალის დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულებები, განცხადებები ა.შ.); მთლიანი რეკრუტინგის პროცესის მართვა; ტრენინგების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება; თანამშრომელთა დასწრების, შვებულებების და სხვადასხვა საკითხების აღრიცხვა-მართვა სელფ.HR-ში; აპარტამენტების პერსონალთან ყოველდღიური კომუნიკაცია პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ; შიდა რეგულაციების შესრულების მონიტორინგი. პიროვნული თვისებები და მახასიათებლები: კომუნიკაბელური პასუხისმგებლიანი ორგანიზებული შრომისმოყვარე დეტალებზე ორიენტირებული გუნდური დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] ან [email protected] გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება HR მენეჯერი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით ეიჩარში და გსურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება პროფესიონალ გუნდთან ერთად აღნიშნულ სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენთანაა. შემოგვიერთდით! წარმატებებს გისურვებთ!