TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HR სპეციალისტი

HR სპეციალისტი

neogas Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 21, 2026

Job description

კომპანია " ნეოგაზი " ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია შეკუმშული ბუნებრივი აირის, თხევადი გაზის და საწვავის რეალიზაციით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. https://neogas.ge/ka/ ჩვენ ვაცხადებთ HR სპეციალისტის ვაკანსიას და ვეძებთ მოტივირებულ, პოზიტიურ თანამშრომელს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში სამუშაოდ. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, შრომისმოყვარე და გუნდური მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა: სამუშაო ადგილი: თბილისი. ვორონინის შესახვევი #14 სამუშაო საათები: 9:30სთ - 18:30სთ. შესვენება 1 საათი სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** კორპორატიული ნომერი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა; ** ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება; ** თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება; ** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა HR დოკუმენტების თანამშრომლებისთვის მიწოდება, ხელმოწერილი დოკუმენტების შეგროვება და მონიტორინგი; ** თანამშრომელთა დასწრების, შვებულებებისა და სხვა HR მონაცემების აღრიცხვა; ** თანამშრომლისთვის დაზღვევის გაფორმება, ცვლილებების შესახებ სადაზღვევო კომპანიისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** ადამიანური რესურსების მართვის პროგრამაში თანამშრომელთა მონაცემების სრულყოფა და კონტროლი; ** HR და ადმინისტრაციულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის; ** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია HR, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** ერთ წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში; ** Microsoft Office-ის ცოდნა (Excel). გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] და არ დაგავიწყდეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. მოგახსენებთ, შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან თავსებადობის დადგენისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით ორგანიზაცია წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს. კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ორგანიზაცია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით, რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით. შპს "გაზ ენდ პეტროლ კომპანი" პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტებით. წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები კომპანიაში ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთან, ინფორმაცია დამუშავდება კანდიდატის შემდგომ ვაკანტურ პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ ფოსტაზე - [email protected]