TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HR სპეციალისტი

HR სპეციალისტი

პალატი Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 12, 2026

Job description

შპს " პალატი " 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია. კომპანია "პალატი" ეძებს გუნდის ახალ წევრს HR სპეციალისტის თანამდებობაზე. ვაკანსია განკუთვნილია დამწყები სპეციალისტისთვის, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი , გ.მაზნიაშვილის № 4 ჩვენთან დასაქმებით გპირდებით: ** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს; ** ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს (თანამშრომლის სიმბოლური თანამონაწილეობით); ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პერსონალის ადმინისტრირება Self HR სისტემაში - თანამშრომელთა მონაცემების შეყვანა, განახლება და სისწორის კონტროლი; ** საკადრო დოკუმენტაციის (შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებები, ცნობები) მომზადებაში მონაწილეობა; ** შვებულებების, საავადმყოფო ფურცლებისა და სამუშაო დროის აღრიცხვის ადმინისტრირება; ** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება; ** HR მიმართულების ანგარიშებისა და სტატისტიკური მონაცემების მომზადებაში მხარდაჭერა; ** შერჩევის პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა (გასაუბრებების ორგანიზება, კანდიდატებთან კომუნიკაცია); ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით); ** HR ან ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის მინიმუმ ექვს თვიანი გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) ცოდნა; ** Self HR სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე დოკუმენტებთან მუშაობისას; ** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და ვადების დაცვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; ** სწრაფად სწავლისა და განვითარების მოტივაცია. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "HR სპეციალისტი". განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 12 აგვისტო, 2026 წ . გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://palatillc.com/ შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით. შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!