იმპორტის ანალიტიკოსი ბუღალტერიაში
Job description
ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას იმპორტის ანალიტიკოსის პოზიციაზე ბუღალტერიაში - სწავლება-სტაჟირება (თბილისი). მისამართი: ქ.თბილისი, მარნეულის ქ. #44 პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 -დან 17:30-მდე; ანაზღაურება: 1 თვე 1500 ლარი , 3 თვის შემდეგ 1800 (შემდეგში ანაზღაურების ზრდა შესრულებული საქმიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე) კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.) კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება. სტაჟირების ფარგლებში შეისწავლით და შეასრულებთ: ** იმპორტთან დაკავშირებული ბუღალტრული პროცესების საფუძვლებს ** შესყიდვებიდან მიღებული დოკუმენტაციის შემოწმებასა და დამუშავებას ** საბაჟო დეკლარაციებთან მუშაობას და კორექტირებების პროცესს (RS.GE) ** პროდუქციის თვითღირებულებისა და მარჟების დათვლის პრინციპებს ** იმპორტის ოპერაციების ასახვას პროგრამაში ** რეპორტების მომზადებას და ინფორმაციის კომუნიკაციას შესაბამის გუნდებთან მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ბუღალტერია / ფინანსები / ეკონომიკა) ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel) საბაზისო ცოდნა ** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ** ბუღალტრული პროცესების მიმართ ინტერესი უნარები: ** ანალიტიკური აზროვნება ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დროის მართვის უნარი ** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი