TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / იმპორტის ოპერატორი

იმპორტის ოპერატორი

თურსა ბათუმი ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 18, 2026

Job description

სუპერმარკეტი თურსა აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: იმპორტის ოპერატორი მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ძირითადი მოვალეობები: უზრუნველყოს თურქეთიდან ტრაილერებისა და შეკვეთილი ტვირთის მიღება, გადათვლა, დახარისხება, შტრიხკოდების დაკვრა და მიზნობრივად გადაცემა დასაწყობებისთვის; უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება და გადამოწმება; უზრუნველყოს წუნდებული პროდუქციის დახარისხება, განცალკევებულად დალაგება და აღრიცხვა, სათანადო პირობებით შენახვა; შიდა დეპარტამენტებს შორის განხორციელებული ტრანსფერების პროგრამული ასახვა; ყოველდღიური შესყიდვების ოპერაციების ასახვა საწყობის პროგრამაში (პროგრამა- აპექსი); პროდუქციის ფასების კონტროლი; შეატყობინოს ხელმძღვანელს მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ; მონაწილეობა მიიღოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს; შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნეისი, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით ან და აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; თურქული ენის მაღალ დონეზე ცოდნა, როგორც წერით, ისე საკომუნიაციო დონეზე; აუცილებელია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. MS Office-ის და EXCEL-ის პრაქტიკული ცოდნა; თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, შედეგზე ორიენტირებული, დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი. წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა); სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი მოთხოვნები: სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი; პუნქტუალურობა; ანალიტიკური აზროვნების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი. მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი ხელფასი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - „იმპორტის ოპერატორი“ კომპანიის შესახებ: შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.