TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინდივიდუალური ასისტენტი

ინდივიდუალური ასისტენტი

tvitoba-2025 Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

ა (ა)იპ "თვითობა 2025" აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ინდივიდუალური ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ თბილისში. ა (ა)იპ "თვითობა 2025 " წარმოადგენს სახელმწიფო პროვაიდერ ორგანიზაციას. ის ახორციელებს არაკომერციულ, არამომგებიან საქმიანობას, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, ზრდასრულების და მათი ოჯახების მხარდასაჭერად. ორგანიზაციის დეკლარირებული მისიაა, გააძლიეროს იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც ან არ ან ძალიან სუსტად ისმის. ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** 7-დან 18 წლამდე (18 წლის ზემოთ ბენეფიციარები, რომლებიც 18 წლამდე სარგებლობდნენ ქვეპროგრამით) განვითარების შეფერხების მქონე პირების მხარდაჭერა თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პიროვნული, კომუნიკაციური და ფუნქციური უნარების გამომუშავებაში; ** დახმარება კვებისა და პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში; ** სამუშაო პროცესის განმავლობაში პასუხისმგებლობის აღება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე; ** ბენეფიციარის მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში, მისთვის მედიკამენტის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; ** ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, შიდა და გარე განმავითარებელი აქტივობების განხორციელება; ** სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა; ** პერსონალთან და ბენეფიციარებთან დაკავშირებით კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; ** დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ვადაში შესრულება. ორგანიზაცია გთავაზობთ კონკურენტულ საათობრივ ანაზღაურებას: ** სამუშაო დღეებში - ერთი საათი 9 ლარი , შაბათ-კვირას - 10 ლარი (ხელზე ასაღები) ** ჯანმრთელობის დაზღვევას ორგანიზაცია იზრუნებს თქვენს კარიერულ წინსვლაზე და თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე უწყვეტი სუპერვიზიითა და პერიოდული ტრენინგების გავლის გზით. კანდიდატის კვალიფიკაცია: სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს შშმ/სსმ ბავშვთა/პირთა სფეროში მუშაობის გამოცდილება. განცხადების წარმოდგენის პროცედურები: შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად: ა) ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა ბ) გასაუბრება განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV). განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 აგვისტო . გასაუბრებები იწარმოებს პარალელურად: კანდიდატთა საბოლოო შერჩევამდე. განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ: 599/113358, 597/202212, 599/113359.