TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინგლისურენოვანი რეპორტიორი / თარჯიმანი

ინგლისურენოვანი რეპორტიორი / თარჯიმანი

საქართველოს ამბები თბილისი Remote ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 18, 2026

Job description

საქართველოს ამბები აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორი / თარჯიმანის პოზიციაზე. ანაზღაურება 3000 ლარი. დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება. ძირითადი მოვალეობები: საქართველოს ამბებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური მასალების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა, რედაქტირება ინგლისურ ენაზე და ვებგვერდზე განთავსება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); პიროვნული უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება; სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული მისამართზე: [email protected] სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა https://mtisambebi.ge/about-main/join განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 ივლისი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. „საქართველოს ამბები“ ( https://sakartvelosambebi.ge ) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბების“ ნაწილია „მთის ამბები“ ( https://mtisambebi.ge/ ) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.