ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი
Job description
კომპანია „2გის-თბილისი“ ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტის პოზიციაზე. ამ მიმართულებით, გამოცდილება სავალდებულო არ არის — სამუშაოს შეგასწავლით ადგილზე! ძირითადი მოვალეობები: თბილისის ქუჩებში ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება. სპეციალურ პროგრამაში რუკაზე შესაბამისი ცვლილებების შეტანა და კორექტირება. ძირითადი მოთხოვნები: პუნქტუალურობა და დროის მენეჯმენტი; დეტალებზე ორიენტირებულობა (რუკაზე მუშაობისას სიზუსტე უმნიშვნელოვანესია); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები და ანაზღაურება: სამუშაო გრაფიკი: 5-საათიანი სამუშაო დღე (ნახევარი განაკვეთი); ანაზღაურება (გამოსაცდელი პერიოდი): 1300 ლარი; ანაზღაურება (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ): 1500 ლარი. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე [email protected].